ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი მე-7 კლასში გამართული ბიოლოგიის გაკვეთილი იყო.
მოსწავლეებმა, პედაგოგ მანანა ლემსაძის ხელმძღვანელობით, ძალიან საინტერესო შემოქმედებითი დავალება წარადგინეს ბიოლოგიაში პროტისტების სამეფოს შესწავლის შემდეგ.
მათ წერილი მისწერეს მეცნიერს-ანტონ ვან ლევენჰუკს მომავლიდან, რომელმაც „პაწაწინა მხეცუნები“ აღმოაჩინა, მაგრამ ბევრი არაფერი იცოდა მათ შესახებ.
„მოსწავლეებმა მომავლიდან გააცნეს ინფორმაცია ამ პაწია ორგანიზმების შესახებ. მანამდე გაეცნენ წერილის დაწერის ძველ წესს, შეადარეს ძველი და ახალი წერილი ერთმანეთს, გაფორმებაც ძალიან კრეატიული გამოუვიდათ და დავალება საინტერესოდ წარმოადგინეს“, - გვიყვება მასწავლებელი მანანა ლემსაძე.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები: