ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობით აღინიშნა.
მოსწავლეებმა დიდი პოეტის ცხოვრება გაიხსენეს, შექმნს მრავალფეროვანი ნახატები, საინფორმაციო პლაკატი და კიდევ ერთხელ „გააცოცხლეს“, გალაკტიონის უკვდავი პოეზია.
მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით სავსე, მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: