ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია სიღნაღსა და თბილისში, ინიციატივას მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქალაქების უძველესი უბნები, ისტორიული ძეგლები, ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ მათ ისტორიას.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია შემეცნებითთან ერთად, ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, მათ ბევრი იხალისეს და რაც მთავარია, გაიზიარეს მათთვის უცნობი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.