ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი 1-ელ კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი იყო. ბავშვებს პედაგოგმა ანბანის სწავლა დღესასწაულად უქცია.
მათთვის საკლასო ოთახი ლამაზად, დეკორაციებით მოირთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
პირველკლასელები საგაკვეთილო პროცესში დიდ ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: