ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელქტუალური თამაშში წარმატებით იასპარეზეს.
სკოლის გუნდი - „ავანგარდი“, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ მეორე საქალაქო ტურში მონაწილეობდა.
მოსწავლეები თანატოლებს ინტელექტში შეეჯიბრნენ, ცოდნა წარმოაჩინეს და 66 ქულით პირველი ადგილიც დაიმსახურეს.
სკოლაში მოსწავლების წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.
„შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.