ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაშ სასწავლო პროცესი საინტერესო, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
17 ნოემბერს კი პოეზიის საღამო გაიმართა, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ „გააცოცხლეს“, პოეზიის მეფის უკვდავი შემოქმედება, ის დიდ საგანძური, რომელზეც თაობები იზრდებიან.
მოსწავლეებმა გალაკტიონის ბიოგრაფიაც გაიხსენეს, ისაუბრეს მის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე და აღნიშნეს, თუ რა დიდი გავლენა იქონია მან თავისი შემოქმედებით ქართულ ლიტერატურაზე.
იხილეთ ვიდეო: