გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
ახლახან, სკოლის მოსწავლეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ, სადაც ამერიკის ქიმიური საზოგადოების სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, მათ დაათვალიერეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, მონაწილეობა მიიღეს სახალისო ექსპერიმენტებში და გაეცნენ შესაძლებლობებს, რომელთაც მათ უნივერსიტეტში არსებული ქიმიის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამები სთავაზობენ.
უნივერსიტეტში სტუმრობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. ბავშვები სკოლაში ახალი ცოდნითა და შთამეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: