გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ისინი არაერთ საინტერესო ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვეს და პირველი ადგილი დაიკავეს.
სკოლის დირექტორი გულნაზ ჭელიძე მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს პედაგოგებს კი მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობას უხდის.
„არ ვიცი როგორ დავალაგო წინადადებები, რომ ჩემი ემოცია გამოვხატო. მადლობა დღევანდელი დღისთვის, ყველა დღისა და თქვენი არსებობისათვის. მადლობა უფალს. მიყვარხართ და მიხარიხართ. მადლობა ლია ავალიანს და მაიკო მარგიანს“, - ამბობეს დირექტორი გულნაზი ჭელიძე.