წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
„მომავალი ჩვენია“,- სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, ინფორმაცია მოიძიეს, მწერლის ბიოგრაფიას გაეცნენ, მისი ლექსები წაიკითხეს და ცოდნა გაიღრმავეს.
აღსანიშნავია, რომ დღემ ძალიან სასიამოვნოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას, ლამაზი დღის ორგანიზებისთვის, მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: