გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის ისტორიას კიდევ ერთი შთამბეჭდავი ღონისძიება შეემატა.
„ფიზიკოსი-ლირიკოსები“ - ეს ის ღონისძიებაა, რომელმაც ლირიკა ფიზიკის ტერმინოლოგიით აამატყველა, აინშტაინი კი სვანური ფოლკლორის ნაწილად აქცია. ორიგინალური ღონისძიება მეტად საინტერესო აღმოჩნდა და გულგრილი არავინ დატოვა.
ღონისძიების შესახებ მისი ავტორი, სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე თავად გვიყვება.
„ემოციურად დატვირთული დღე. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის ერთ-ერთი ულამაზესი ფურცელი გადაფურცლა ღონისძიებამ - „ფიზიკოსი-ლირიკოსები”. ორ თვეზე მეტია ვმუშაობდი უნიჭიერეს მე-9 კლასელებთან ერთად, ბევრ სირთულეს გადავაწყდით, ძნელია ფიზიკის ტერმინოლოგიით ამღერო და აამეტყველო ლირიკა, ააცეკვო მყარი, თხევადი და აირადი ნივთიერების მოლეკულები ქართულ მოტივებზე და სვანური ფოლკლორის ნაწილი გახადო აინშტაინი.
იყო კრეატიული, ნიშნავს რაიმე შექმნა ახლებურად და ორიგინალურად.
ჩემო ნიჭიერო ახალგაზრდებო ჩვენ ეს შევძელით და თქვენი დიდი მონდომების შედეგად ულამაზესად წარმოაჩინეთ თქვენი ღონისძიება.
დიდი მადლობა მინდა უთხრა თქვენ მშობლებს, რომლებიც ასე დაგიდგნენ გვერდში და ღონისძიებაზეც ანშლაგით მოვიდნენ. დიდი მადლობა სოფო მასწავლებელს, რომელიც დაგვეხმარა სიმღერების დაგვირისტებაში.
მადლობა, ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შეფასებებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ გვიყვარს ლემშვენიერა საჯარო სკოლა“,- აღნიშნავს დორექტორი.
იხილეთ ფოტოები: