თხინვალის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყება პედაგოგმა ზეიმად უქცია 
19-11-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პირველკლასელებს ანბანეთის სამეფოში მეგზურობას პედაგოგი ლუიზა ცერცვაძე უწევს, რომელაც მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია. 

მოსწავლეები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, გააფერადეს, წინადადებები შეადგინეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს. მათ სიტყვა „ია“ დაწერეს. 

პატარებს მასწავლებელმა წერა-კითხვის დაწყება ბარათებით მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ბოლოს, მასწავვლებელმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა ერთად იმღერეს.

„ლუიზა მასწავლებელი და ბავშვები ანბანის მატარებელს ცოდნის სამყაროში დაემგზავრნენ და გაეცნენ „ი“ და „ა“ ასო-ბგერებს. ამან მატარებლის ორი ფანჯარა გააღო და პედაგოგმა აუხსნა პატარებს, რომ ყველა ფანჯარა გაიღება მაშინ, როდესაც ყველა ასო-ბგერა თავის ადგილს დაიკავებს. მაშინ მათ უკვე კითხვა ეცოდინებათ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება უნაკლოდ მომზადებული იყო და ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური სანახავი. მადლობა მათ ამ სიამოვნებისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203