ახალციხის N4 საჯარო სკოლამ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა 
19-11-2024

ახალციხის N4 საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული ღონისძიებები, რომლებიც სხვადსხვა აქტიუალურ საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

15 ნოემბერს კი, ახალციხის N4 და N5 საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა დიანა ლურსმანაშვილმა (N4 საჯარო სკოლა) და მარინა ჯვარიძემ (N5 საჯარო სკოლა) ჩაატარეს ერთობლივი ღონისძიება ტოლერანტობის თემაზე.

ღონისძიების მასპინძელი იყო ახალციხის N4 საჯარო სკოლა, რომელიც არის ქართულ - სომხურ სექტორიანი, სწავლობს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლე.

სტუმრებმა მასპინძელ თანატოლებს სიმბოლური საჩუქრები მიართვეს, ხოლო მასპინძლებმა სტუმრებისთვის მოამზადეს სახალისო საშინაო დავალება, რომელსაც შინ შეასრულებენ და შემდეგ ინტერნეტის დამხრებით გადმოუგზავნიან  N4 სკოლის მოსწავლეებს.

ამგვარად, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტუმარ  და მასპინძელ მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ მეგობრული ურთიერთობების დამყარება, ორივე სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რა არის ტოლერანტობა, აღნიშნეს, რომ ურთიერთობები უნდა იყოს მეგობრული, უნდა უყვარდეთ თანატოლები, პატივი სცენ სხვის აზრს, მიიღონ ყველანაირი ადამიანი განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, ეროვნებისა და ფიზიკური შესაძლებლობებისა.

მასწავლებლებს დაგეგმილი ჰქონდათ სხვადასხვა სახალისო აქტივობები, რომელიც განახორციელეს საკლასო სივრცესა და სკოლის ეზოში. ბოლოს პატარები გაერთნდნენ წრეში ბურთის თამაშით.

ასევე, ბავშვებმა საჰაერო ბუშტები გაუშვეს და დღე მეტად დასამახსოვრებელი გახადეს.

„მსგავსი აქტივობით ვფიქრობთ, საფუძველი ჩავუყარეთ მოსწავლეთა ურთიერთობებს და მომავალშიც  ვგეგმავთ სხვა აქტივობის განხორციელებას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203