ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
19-11-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებს. 

ამჯერად, იქ ნარჩენების მართვის შესახებ საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომლის მიზანიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა და მოსწავლეების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება იყო.

პროექტის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოება ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციას ესტუმრა.  მათ ადგილზე გადამუშავებისა და ნარჩენების შემცირების მნიშვნელობაზე სასწავლო სემინარი მოისმინეს, საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს და სამომავლო გეგმები დასახეს. 

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ნარჩენების მართვის ბიზნესსასოციაციას, გულითადი მასპინძლობისთვის. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ხელვაჩაურის რესურსცენტრსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, მხარდაჭერისთვის.

მადლობას ვუხდით პროექტის განმხორციელებელ მასწავლებლებს: მარინა ბერიძეს, ნათია კეკენაძეს, ვენერა თურმანიძეს, ლუიზა ფუტკარაძეს და მაია თავდგირიძეს.

მადლობას ვუხდით ჩვენს მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, აქტიური ჩართულობისთვის! ერთად ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ!

შევინარჩუნოთ სუფთა გარემო მომავალი თაობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203