საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში კალათბურთში, შიდასასკოლო ჩემპიონატი დაიწყო
20-11-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცვა. 

გიმნაზიაში დაიწყო შიდასასკოლო ჩემპიონატი - კალათბურთში (სპორტის პედაგოგები - დავით უნგიაძე და ნინო ცომაია).

საკალათბურთო შეხვედრა გაიმართა გიმნაზიის უფროსკლასელებს შორის. ამჯერად ერთმანეთს შეხვდნენ VIII და IX კლასის მოსწავლეები.

სპორტულ ჩემპიონატს ესწრებოდნენ გიმნაზიის დირექცია და მოსწავლეები.

„ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელი პირობაა ჩვენს ცხოვრებაში, ამ მხრივ კი, გიმნაზია ყოველთვის ცდილობს მოსწავლეები ჩართოს სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში“,- აღნიშნავენ გიმნაზიაში და სპორტულ ცხოვრებას ახალისებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203