ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარბენში მონაწილეობდნენ
15-06-2018
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე გამართულ გარბენში მონაწილეობდნენ.

გარბენი სლოგანით - „სიცოცხლე მოძრაობაა“ გენერალ კვინიკაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ორგანიზებით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

ღონისძიებაში სამხედრო ლიცეუმის აღსაზრდელებთან ერთად საჯარო სკოლის მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

პირველი ადგილი გენერალ კვინიკაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლემ მიხეილ მხეიძემ დაიკავა. მეორე ადგილზე კი ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ჯიმი ენუქიძე გავიდა. გარბენში გამარჯვებულები ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა დააჯილდოვა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203