ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის პირველ კლასში დიდი ჟრიამული იყო.
ამის მიზეზი კი, საზეიმო ღონისძიება - „აი ია“ გახლდათ. ყველაზე პატარა მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს. მათ „ანბანეთის“ ჯადოსნურ სამყაროში მასწავლებელი ნაირა შუშანიძე შეუძღვათ.
კლასში სხვადასხვა საინტერესო, მამოტივირებელი და შედეგზე ორიენტირებული აქტივობა გაიმართა, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. ისინი პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: