ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებას აღწევენ.
ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ კონკურსში წარმოაჩინეს შესაძლებლობები, წარმატებით იასპარეზეს და მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის, რესურსცენტრისა და აჭარის ინტელექტ-კლუბის მხარდაჭერით, ორ ასაკობრივ ჯგუფში, ინტელექტუალური თამაში - „ რა? სად? როდის?“ გაიმართა.
კონკურსში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 საჯარო სკოლის 168 მოსწავლე მონაწილეობდა. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ასაკობრივი ჯგუფი: (V-VIII კლასი) ფერიის საჯარო სკოლა; ზემო ახალშენის საჯარო სკოლა; ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა. II ასაკობრივი ჯგუფი: (IX-XII კლასი) ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა; ახალსოფლის სკოლა; ახალშენის N2 საჯარო სკოლა;
სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეებს მე-3 ადგილის მოპოვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: