ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და გამორჩეული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, პროექტის - „XIX საუკუნის მუსიკალურ-ლიტერატურული სალონები საქართველოში“ შემაჯამებელი პრეზენტაცია მოეწყო. აღნიშნულ პროექტს მუსიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ.
პროექტში ჩართულნი იყვნენ მე-9კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული სალონების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, სხვადასხვა ინსტრუმენტზე შესრულებული ძველი ქალაქური სიმღერები მოისმინეს და ქართველი გამოჩენილი მწერლების ლექსები წაიკითხეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, თბილისის ლიტერატურულ-მუსიკალური სალონები მონახულეს.
პროექტის დასასრულს, შემაჯამებელი პრეზენტაცია მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს. ისინი აუდიტორიის წინაშე საინტერესოდ წარსდგნენ და თავიანთი შთაბეჭდილებები სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.
„რეალურ გარემოში ნანახმა და მოსმენილმა მოსწავლეებზე უფრო ღრმა შთაბეჭდილება დატოვა, მათ უკეთესად გაიაზრეს პროექტის არსი, საინტერესო აღმოჩნდა არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნა.
დაგეგმილი აქტივობები საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის და კვლავ გამოთქვეს მსგავს პროექტებში ჩართვის სურვილი“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: