ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლის აღსანიშნავად, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ვიდეორგოლი - „დიდი ილია-ერის მამა“ მოამზადეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს.
მოსწავლეებმა, საქართველოს წინაშე, დიდი საზოგადო მოღვაწის დამსახურებაზე ისაუბრეს, მისი შემოქმედება გაიხსენეს და საკუთარი აზრი გამოთქვეს.
აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა და მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების ქება დაიმსახურეს.
იხილეთ ვიდეო: