კერძო სკოლა „ჰელიოსში“ პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობითა და მოტიცირებული მოსწავლეების აქტიურობით, საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები იმართება.
ამჯერად, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, საგნის - „ჩვენი საქართველოს“, გაკვეთილზე შეისწავლეს ყურძნის ჯიშები და საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში 500-მდე ადგილობრივი ჯიშია წარმოდგენილი, გაეცნენ მათ და ისაუბრეს რამდენიმე მათგანზე: საფერავზე, რქაწითელზე, ცოლიკაურზე, კრახუნა ალექსანდროულზე, ჩხავერზე, ალადასტურზე…
„საქართველო ვაზის ქვეყანაა“,- გზავნილით კი საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.
იხილეთ ფოტოები: