ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, შაქრიან დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი აქტივობები მოეწყო
19-11-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ჯანმრთელობის საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, 14 ნოემბერი - შაქრიან დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი შეხსენებაა მთელი პროგრესული კაცობრიობისათვის, რომ ამ დაავადების გავრცელების ზრდამ უკვე სტაბილური ხასიათი მიიღო.

შესაბამისად, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IXა და  IXბ კლასის მოსწავლეებმა (ბიოლოგიის პედაგოგი - ლელა სილაკაძე) სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს ეს დღე. მათ საბაზო დადაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან წარადგინეს ელექტრონული პრეზენტაციები, დაარიგეს ბუკლეტები და მოაწყვეს დისკუსიები.

მოსწავლეები გაეცნენ შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებს, სიმპტომებს, მკურნალობის და პრევენციის გზებს.

„აქტივობების მიზანი იყო  შაქრიანი დიაბეტის, მეტაბოლური დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, კვების და ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესების გზით სისხლში გლუკოზის დონის რეგულირების ცოდნა და დიაბეტის გართულებების პრევენცია“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203