მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესს იწვევს და მათი განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორის იყო საშემოდგომო ზეიმიც - „ოქროსფერი შემოდგომა“, რომელსაც დაწყებითი სკოლის მასწავლებელი კერიმოვა საიდა ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო სივრცე საშემოდგომო ნობათით დაიხუნძლა, გარემო მრავალფეროვან დეკორაციებით მოირთო, მოსწავლეებმა კი, შთამბეჭდავი სანახაობები დადგეს.
როგორც პედაგოგი გვიყვება, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა უძველესი ნივთები მიიტანეს, სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს და საინტერესო ცნობები გაუზიარეს.
ღონისძიება საზეიმოდ დაგვირგვინდა: „ბოლოს გავხსენით სუფრა შემოდგომის საჩუქრებით და დავასრულეთ ჩვენი ღონისძიება დიდი ტორტით“,- გვიყვება პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: