17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ტრადიციის თანახმად, ამ დღეს ოჯახში ლობიანებს აცხობენ. თუმცა ამჯერად არა დღესასწაულზე, არამედ ამ დღეს სკოლების დასვენება-არდასვენების საკითხს შევეხებით.
ისევე როგორც ყველა სხვა დღესასწაულის მოახლოებისას, ახლაც გაჩნდა აქტუალური კითხვა, რომელიც ძირითადად მოსწავლეებს აქვთ, ისვენებენ თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებები ბარბარობას? - პასუხი მარტივია. იქიდან გამომდინარე რომ ბარბარობა მთავრობის მიერ უქმე დღედ არ არის დაწესებული, სწავლა ჩვეულ რეჟიმში წარიმართება. დასვენების დღეებისთვის კი მოსწავლეებს საახალწლო არდადეგებისთვის დალოდება მოუწევს.