ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიება, სახელწოდებით - „გალაკტიონ ტაბიძის საღამო“, სკოლის მე-2 კორპუსში, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს და მას პედაგოგი მაყვალა ნოზაძე ხელმძღვანელობდა.
„გალაკტიონ ტაბიძე იყო და დარჩება, როგორც განუმეორებელი მელოდია ქართული სულისა და როგორც ქართული სიტყვის უებრო მუსიკალური აღმაფრენა“, - ერთხმად აღნიშნეს პოეტთა მეფის პოეზიით შთაგონებულმა მოსწავლეებმა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მთელი არსებით გაითავისეს შემოქმედება ქართული სიტყვის ოსტატისა.
ღონისძიება მოიცავდა გალაკტიონის შემოქმედებას, მის ბიოგრაფიას, ლექსებს, ნაშრომებსა და დღიურებს.
იხილეთ ვიდეო: