ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში იმართება არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭის განვითარება-წარმოჩენას და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ილია ჭავჭავაძის დაბედების 187-ე წლისთავი.
დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ცხოვრებასა და შემოქმედებას სკოლის მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ეპიზოდებზე, წარმოადგინესპირადი წერილები და ლექსები.
წარმოაჩინეს ი. ჭავჭავაძის ფასდაუდებელი ღვაწლი სამშობლოს წინაშე მის შემოქმედებაში განფენილი.
საღამოს უძღვებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - თამარ გიკაშვილი და თეა ელიაშვილი.
იხილეთ ფოტოები: