ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ილია ჭავჭავაძის დაბედების 187-ე წლისთავი.
დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის დაბადების დღეს სკოლაში კვირეული მიეძღვნა.
სკოლაში აღნიშნეს, რომ დავიწყებას არასდროს მიეცემა დიდი ილიას ღვაწლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში, იზიარებენ მის მსოფლმხედველობას და უყვართ მისი შემოქმედება.
ილია ჭავჭავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმართველობის, სამოქალაქო კლუბ „გაენათისა“ (ლიდერი მასწავლებელი - ელისო მაწკეპლაძე) და ეკოკლუბ „მწვანე დედამიწის“ (ლიდერი მასწავლებელი - ეკა ნიშნინიძე) ინიციატივით გაიმართა ინტელექტუალურ-შემეცნებითი შეჯიბრი - „რა? სად? როდის?“
შეჯიბრში მონაწილეობდნენ მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები. თამაში მეტად საინტერესოდ მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
სულ თამაშობდა 5 გუნდი, გამარჯვებულ გუნდის წევრებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
იხილეთ ფოტოები: