განათლების მინისტრის პირველი მოადგილე სასამართლოს ყოფილი მენეჯერია - გიორგი მოდებაძის ბიოგრაფია
20-11-2024

განათლების მინისტრის პირველი მოადგილის ვინაობა ცნობილია - ეს გახლავთ გიორგი მოდებაძე, რომელიც ბოლო დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი გახლდათ.

განათლების მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია - მათ შორის სამი ახალია

დამთავრებული აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, არის სამართლის მაგისტრი.

მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მენეჯერად; იყო თბილისის საქალაქო სასამართლო, სამდივნოს უფროსი, მანამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლო, პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

რაც შეეხება განათლების მიმართულებას, გიორგი მოდებაძეს ამ სფეროში არასოდეს უმუშავია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203