ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული „შემოდგომის კვირეული“ გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში, მე-2ა კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მზია ჯაფარიძე), ხელოვნების გაკვეთილზე სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ჩაატარეს.
მოსწავლეებმა აქტივობებზე პედაგოგის, გულნაზ კვინიკაძის ხელმძღვანელობით იმუშავეს.
პატარებმა შეაგროვეს ფოთლები, შექმნეს ნახატები (ნატურმორტები) და ბოლოს, სახალისო აქტივობით, ნოემბრის მიწურულს, შემოდგომის საზეიმო გაცილება მოაწყვეს.
იხილეთ ფოტოები: