ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და მონაწილეობენ არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
მათ შორისაა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ირმა მალაყმაძე, რომლმაც მასწავლებელთა შორის გამართულ ინტელექტუალურ კონკურსში - „რა? სად? როდის?“ ბრწყინვალე წარმატება მოიპოვა. პედაგოგს კონკურსში გამარჯვებისთვის დამსახურებული სიგელი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ პედაგოგები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
იხილეთ ფოტო: