საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-2 კლასელებმა დიდ სცენაზე გაცოცხლებული ცნობილი ზღაპარი ნახეს
21-11-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა და ბავშვების დიდი ინტერესს იწვევს. 

ახლახან, გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიების ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის II კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მადონა ვარდოშვილი) იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

მოსწავლეებმა იხილეს სცენაზე გაცოცხლებული შესანიშნავი სპექტაკლი, სახელწოდებით - „ალადინი“, რომელიც გაფორმებული იყო მუსიკით, ქორეოგრაფიით, ულამაზესი კოსტიუმებით და უდიდესი შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203