ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლეებლთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავი.
სკოლაში ერის მამად წოდებული მწერლის ხსოვნის პატივსაცემად კვირეული მოეწყო.
მოსწავლეებს კარგად აქვთ გათავისებული, რომ ილიას მემკვიდრეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის. კვირეულის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა ილიას, როგორც მწერლის, საზოგადო მოღვაწის, ფინანსისტის როლი ქვეყნის წინაშე.
ილიას კვირეულში ჩაერთნენ მე-9, მე-11 კლასის მოსწავლეებიც (კლასის ხელმძღვანელები - ეკა ნიშნიანიძე და ელისო მაწკეპლაძე). მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები ილიას ბიოგრაფიასა და მოღვაწეობის შესახებ.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს გაზეთი, რომლის საშუალებითაც მოახერხეს ნაკლებად ცნობილი ფაქტების მოძიება/გაზიარება.
იხილეთ ფოტოები: