ხულდარის საჯარო სკოლაში გამჭოლი კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
15-06-2018

ხულდარის საჯარო სკოლაში ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელმა გამჭოლი კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა „ადამიანის უფლებები“ იყო და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის განვითარებას.

მასწავლებელმა გაკვეთილი ენის ფლობის A2 დონის მოსწავლეებისთვის დაგეგმა და ორიენტირებული იყო მოსმენის უნარის განვითარებაზე. 

ენის ფლობის ამ დონის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია გაიგოს მოკლე ტექსტის ძირითადი ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ.

გაკვეთილმა მოსწავლეებში ინტერესი გამოიწვია და პროცესი მათი აქტიური მონაწილეობით საკმაოდ დინამიურად წარიმართა.

გთავაზობთ ჩატარებული გაკვეთილის გეგმას

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203