„საქართველოს თანმდევი სული“ - გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას კედლის გაზეთი მიუძღვნეს 
21-11-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს იზიარებენ და იაზრებენ ერის მამად წოდებული დიდი ქართველი მწერლის როლს ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში. 

8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ილია, როგორც ერის ჭეშმარიტი წინაძმძღოლი, საქართველოს თანამდებ სულად და ერის მამად არის აღიარებული. 

სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში გაიმართა „ილიას კვირეული“.

კვირეულის ფარგლებში  მე-7 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი - ელიზა ფრუიძე) დაამზადეს გაზეთი სახელწოდებით - „საქართველოს თანმდევი სული“, რომელშიც მოათავსეს ინფორმაცია ილიას ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე დიდი მამულიშვილის ცხოვრებიდან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203