გელათის საჯარო სკოლაში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ფილმების ჩვენება გაიმართა 
22-11-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწორ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად კაცთმოყვარეობას, შემწყნარებლობას, განსხვავებული აზრის პატივისცემას ასწავლიან. 

შესაბამისად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეთა თვითმართველობის (თავმჯდომარე - ნინო მამასახლისი), სამოქალაქო კლუბ „გაენათისა“ (ლიდერი-მასწავლებელი - ელისო მაწკეპლაძე) და ეკოკლუბ „მწვანე დედამიწის“ (ლიდერი მასწავლებელი ეკა ნიშნიანიძე) ინიციატივით მოეწყო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის ფილმების - „ჩემი სამყაროს“, „საჩუქარი“ ჩვენება. 

ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელზეც მოსწავლეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები ტოლერანტობის, განსხვავებულის მიღების შესახებ.  

ფილმების ნახვა და მათი განხილვა ხელს უწყობს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას, მათი საზოგადოებრივი ღირებულებების განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია ინკლუზიური და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203