ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მასშტაბურად აღინიშნა. გაიმართა კვირეული, რომელიც მოიცავდა თემატურ ღონისძიებათა სერიას, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.
ტოლერანტობის კვირეულს აქტიურად შეუერთდა მეხუთე კლასიც (კლასის ხელმძღვანელი - ქეთევან ქარქაშაძე) .
მინილექციის შემდეგ მოსწავლეებმა განახორციელეს აქტივობა - „ჩემი თვალით დანახული ტოლერანტობა“. მათ დახატეს ნახატები და მოაწყვეს „გასეირნება გალერეაში“. აქტივობამ მოსწავლეებს საშუალება მისცა, საკუთარი ფანტაზიით და გამოცდილებით გადმოეცათ საკუთარი შეხედულებები, რაც სწავლის პროცესს უფრო საინტერესოსა და ეფექტურს ხდის.
ბავშვებმა მოაწყვეს დისკუსია, რომელიც მეხუთეკლასელთა მხრიდან მოითხოვდა ტოლერანტობის თემაზე აზრის დაფიქსირებას.
„ეს აძლიერებს მოსწავლეებში ემპათიის გრძნობისა და განსხვავებული ადამიანების მიღების უნარს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: