ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის - მაკა ფეიქრიშვილის ხელმძღვანელობითა და დირექტორის - მარიამ კაპანაძის მხარდაჭერით ვიდეორგოლი „დიდი ილია-ერის მამა“ მოამზადეს.
ბავშვებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს, მისი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. მოსწავლეებმა ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ეს დღე ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ვიდეო: