კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი საინტერესო მე-7 კლასის მოსწავლეთა გაკვეთილი იყო. მათ საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია გააკეთეს და ისაუბრეს საქართველოს ისტორიული ძეგლებისა და მხარეების მნიშვნელობაზე, როგორც კულტურული ისე სოციალური თვალსაზრისით.
„ისტორიული მემკვიდრეობა შესაძლებლობას გვაძლევს, გავიგოთ და შევისწავლოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაციების მიხედვით, საინტერესო კედლის გაზეთი და პოსტერები შექმნეს, სადაც ცოდნა, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: