ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება „მითების სამყარო“ ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა ქართული მითოლოგიის გმირები „გააცოცხლეს“.
მოსწავლეებმა შესაბამისი სამოსი მოირგეს და პერსონაჟების როლები შესანიშნავად გაითამაშეს. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობას მასწავლებელი: ნონა ურუშაძე და სოფიო კალანდაძე ხელმძღვანელობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის, განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: