„ოქროსფერი შემოდგომა“ - ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი სანახაობა 
20-11-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, შთამბეჭდავი ღონისძიება თემაზე - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა. მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიებაზე იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ ასევე ჩურჩხელები თათარაში ამოავლეს, რამაც განწყობა კიდევ უფრო აუმაღლათ.

მათ ასევე წელიწადის ამ ულამაზესი დროის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს, დრო კი ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...