ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ჯანმრთელობის საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
შესაბამისად, ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა შუერთდა გულის მსოფლიო დღეს – სლოგანით გული სიცოცხლისათვის!
გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებელ ლია გორაძის ხელმძღვანელობით ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემეცნებითი პრეზენტაცია, შექმნეს ბროშურები, მოამზადეს ინტერვიუ სკოლის ექთანთან, საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან.
„მეტი ცოდნა, მეტი ჯანმრთელობა, გული სიცოცხლისათვის“,- ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.
იხილეთ ფოტოები: