საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო პროცესი გამდიდრებულია, ისიეთი აქტივობებით, რაც ეხმიანება მნიშვნელოვან მოვლენებს და იმავდროულად მიზნდ ისახავს მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას.
აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმ. ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წელთან დაკავშირებით ერთი წელი მიეძღვნება ამ საოცარი დედოფლის ღვაწლის წარმოჩენას.
საიუბილეო თარიღს, სკოლის მეთერთმეტე კლასი გამოეხმაურა საინფორმაციო-შემეცნებითი კლასის საათით.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილზე ნაჩვენები და განხილული იყო წმინდა დედოფლის მოღვაწეობის დეტალები და მისი წმინდა ნაწილების გადმოსვენება. მოსწავლეებმა კლასის საათის ფარგლებში შექმნეს მცირე საინფორმაციო გაზეთი - „ქეთევან დედოფალი საქართველოს მნათობი“.
მეთერთმეტე კლასის დამრიგებელი ლიკა დევნოზაშვილი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ წმიდა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ისტორიისა და რელიგიის კლუბის - „წამი“, ორგანიზებით ბოლნისის მუზეუმში გაიმართა ლექცია-სემინარი.
მოსწავლეები გაეცნენ ისტორიულ წყაროებს, ქართულ ხელნაწერებს და ცნობებს ქეთევან დედოფალზე, რომელსაც უძღვებოდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი ზაზა აბაშიძე და თეა ქართველიშვილი მეცნიერი, ისტორიკოსი, პედაგოგი კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ცენტრის წყაროთმოცდნეობისა და დიპლომატიკის თანამშრომელი.
ღონისძიებას დაესწრო ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და ბოლნისის ეპარქიის სასულიერო დასი.
ასევე, აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ეწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, სოფელ რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ბოლნისის N3 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი და მოსწავლეები.
შეხვედრა საზეიმოდ გახსნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის ქართული ხალხური სიმღერის გუნდმა, მარიკა ფოჩხიძის ხელმძღვანელობით.
სკოლაში უდიდეს მადლობას უხდიან მიწვეულ სტუმრებს, საინტერესო ლექცია-სემინარისთვის, სკოლის გუნდს, ბოლნისის მუზეუმს, დამსწრე საზოგადოებასა და სკოლის მოძღვარს მამა კონსტანტინე კობახიძეს, ისტორიის პედაგოგსა და კლუბი წამის ხელმძღვანელს - ქეთევან გაბლიშვილს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკოლის ისტორიის და რელიგიის კლუბის - „წამი“, ორგანიზებით, ბოლნისის მუზეუმში გაიმართა მოსწავლეების ნახატების გამოფენა, სახელწოდებით - „წმინდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი, კახეთის დედოფალი ქეთევანი“.
გამოფენის ორგანიზატორი ხელოვნების პედაგოგი ნათია კობალაძე და ისტორიის პედაგოგი ქეთევან გაბლიშვილი გახლდათ, საგულისხმოა, რომ მოსწავლეთა ნახატებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: