წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას აძლევენ, არამედ სწორ ღირებულებებს უნერგავენ და ასწავლიან, რომ შემწყნარებლები უნდა იყვნენ.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-6 კლასში პედაგოგმა - დარეჯან ტუსკაძემ კლასის საათი ჩაატარა.
მან ტოლერანტობასთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა. მოსწავლეებმა დაწერეს და ისაუბრეს, თუ რა არის მათთვის ტოლერანტობა, დახატეს და გააფერადეს ტოლერანტობის თემაზე შექმნილი სურათები. მათ ასევე ისაუბრეს მეგობრობაზე და გაიხსენეს სიტყვები - „ნუ მოექცევი სხვას ისე , როგორც არ გინდა შენ მოგექცნენ“.
ბავშვებმა განიხილეს ტოლერანტობის მაგალითები და ერთმანეთთან ინფორმაციები გაცვალეს.
ეს დღე ნაყოფიერი და ძალიან ინფორმაციული აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: