გლოლის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა
20-11-2024

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის კომისიის გადაწყვეტილებით, სკოლამ ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა. 

სკოლის დირექცია და პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. სწორედ მთელი სასკოლო საზოგადოების შრომის დადასტურებაა ისიც, რომ სკოლამ პირველადი სრული ავტორიზაცია ყოველგვარი პირობისა და მონიტორინგის გარეშე გაიარა. 

ამ ფაქტით სკოლაში ძალიან ხარობენ, ამაყობენ და ერთმანეთს ულოცავენ. 

„გილოცავთ ყველას, სკოლის დირექციას, პედაგოგებს, მოსწავლეებს და მოსწავლეთა მშობლებს. მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში ჩვენ გვერდით იყო“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203