ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებს.
ამ მიმართულებით, სკოლაში არაერთი ღონისძიება ეწყობა. ამჯერად კი, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის ეზო დაასუფთავეს.
ისინი აქტივობაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ, საყვარელი ეზო დაასუფთავეს, გაალამაზეს და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის დასამახსოვრებელი, ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო.