კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის საშემოდგომო ტრადიციები გააცოცხლეს
20-11-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, იქ, „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც ხელოვნების პედაგოგი - ნინელი სამსუანი, მუსიკის პედაგოგი - თეა მერლანი და ცეკვის პედაგოგი - სოფიკო გულბანი იყვნენ. 

პედაგოგებმა, მოსწავლეებთან ერთად, სასკოლო საზოგადოების წინაშე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები და სამზარეული წარადგინეს. მათ ფელამუში გააკეთეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს. ღონისძიებაზე სიმღერებით, ლექსებითა და სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრით იყო გაჯერებული.

ღონისძიების წამყვანი მე-10 კლასის მოსწავლე მართა ხარძიანი გახლდათ, რომელმაც მოვალეობას თავი წარმატებით გაართვა. სკოლის დირექტორმა - რაულ გულბანმა პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეება, ლამაზი ღონისძიების გამართვისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203