ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლის აღსანიშნავად, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა დიდი საზოგადო მოღვაწის დამსახურებაზე ისაუბრეს, მისი შემოქმედება გაიხსენეს და საკუთარი აზრი გამოთქვეს.
მათვე, ყურადღება გაამახვილეს ილია ჭავჭავაძის პედაგოგიურ საქმიანობაზე, გამართეს პრეზენტაცია და თემატური პლაკატი მოამზადეს.
აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა და მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების ქება დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: