ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმნილი სხვადასხვა სახის ნაკეთობა წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ნაკეთობებში ბუნებრივი მასალები: ფერადი ფოთლები, ხილი და ბოსტნეული გამოიყენეს.
მათი ნამუშევრები მართლაც შთამბჭდავი იყო და ყველას დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: