ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, იქ შემოდგომა იზეიმეს. მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე შემოდგომის მოზაიკა შექმნეს, ლექსები წაიკითხეს.
მათ შემოდგომის კუთხეც მოაწყვეს და თემატური ნახატები დახატეს. მოსწავლეებმა ნამუშევრებში შემოდგომის მშვენიერება და მრავალფეროვნება ასახეს. მათ წელიწადის ამ სეზონზეც ისაუბრეს და მისი თავისებურებები გამოყვეს.
დღემ ძალიან სასიამოვნოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
„ზამთარი გრავიურაა, გაზაფხული აკვარელი, ზაფხული ზეთით ფერწერა, ხოლო შემოდგომა სამივე პერიოდის მოზაიკაა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: