ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებას დიდი ყურადღება ექცევა.
ამ მიზნით, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა. მათ შორის, იქ სპორტის საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილი სპორტულ-გასართობი აქტივობა - „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
ის მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის ფონზე, მეტად საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. გამარჯვებული გუნდის წევრები კი, სამახსოვრო ქების სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„აღნიშნული აქტივობის მიზანი გახლდათ მოსწავლეთა დაინტერესების ზრდა სპორტულ შემეცნებითი ხასიათის თამაშებისადმი და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: