ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
იქ სამოქალაქო განათლების კლუბი ფუნქციონირებს, რომლის პირველი შეხვედრაც სასწავლო წლის დასაწყისში გაიმართა. შეხვედრაზე კლუბის ახალმა თავმჯდომარემ მიმდინარე წლის პროექტები და აქტივობების გეგმა, კლუბის წევრებთან ერთად, განიხილა.
კლუბის თითოეულ წევრს შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი აზრი, კლუბის სახელის, სლოგანისა და აქტივობების შესახებ დაეფიქსირებინა.
დღის ბოლოს, მოსწავლეები შემდეგ სახელსა და სლოგანზე შეჯერდნენ - „მომავალი ჩვენია!მომავალს ვქმნით ჩვენ!
იხილეთ ფოტოები: